სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველო, თბილისი - 10:47 | 20.03.2018
ნანახია: 909

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ფ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო"-ში და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო"-ს კუთვნილ თანხას - 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 25 იანვარს ზ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით, 4 თვის და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე