სავაჭრო ცენტრში სროლას 28 წლის ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 20.03.2018
ნანახია: 732

ერთი ადამიანი დაიღუპა მეხიკოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად.

პროკურატურის მონაცემებით, 35 წლის მამაკაცმა თავის მეგობარ 28 წლის ქალს ესროლა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე  გარდაიცვალა.

გამოძიების ცნობით, ინციდენტი პირადი კონფლიქტის საფუძველზე მოხდა. მამაკაცსა და ქალს ერთი საერთო შვილი ჰყავს. დანაშაულის ადგილზე პოლიციელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე