შვედეთის საგარეო უწყებამ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 20.03.2018
ნანახია: 739

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. მედიის ცნობით, ამის მიზეზი გახდა მოსკოვის განცხადებები  იმის შესახებ, რომ სამეფო შესაძლოა იმ ნივთიერების წყარო ყოფილიყო, რომლითაც ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი მოწამლეს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სოლსბერის ინციდენტის შეფასებისას განაცხადა, რომ ქიმიური ნივთირების წარმომავლობის წყარო ის ქვეყნებია, რომლებმაც 1990-იანი წლების ბოლოდან ამ სფეროში ინტენსიურ კვლევებს ატარებენ.

 მისი თქმით, ეს ქვეყნებია დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, შვედეთი და აშშ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრიომმა ზახაროვას განცხადებას მიუღებელი უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე