ცუკერბერგმა 5 მლრდ დოლარი დაკარგა Facebook-ის მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შემდეგ

საქართველო, თბილისი - 10:18 | 20.03.2018
ნანახია: 873

Facebook-ის დამაარსებლის მარკ ცუკერბერგის ქონება 5,1 მლრდ დოლარით შემცირდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ. ამის შესახებ ჟუ რნალი Forbes-ი იტყობინება.


ორშაბათის მონაცემებით, ცუკერბერგის ქონება, რომელიც  Facebook-ის აქციათა 16 პროცენტს ფლობს, 69,6 მლრდ დოლარს შეადგენს.

 Forbes-ის ვერსიით, ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.

ბირჟაზე Facebook-ის აქციები 7 პროცენტით გაიაფდა, კომპანიის საბაზრო ღირებულება კი 37 მლრდ დოლარით შემცირდა მონაცემების გაჟონვის ინფორმაციის ფონზე.

გავრცელებული ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მომუშავე ფირმამ Cambridge Analitica-მ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მლნ მომხმარებლის მონაცემები.

მიღებული მონაცემების საფუძველზე მკვლევარები აფასებდნენ ამომრჩევლების პოლიტიკურ სიმპატიებს და აჩვენებდნენ რეკლამებს, რომლებიც მათთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო.

მასაჩუსეტის შტატის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო Facebook--სა და კომპანია Cambridge Analytica-ს მიმართ.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე