გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 18:24 | 19.03.2018
ნანახია: 1364

"დღეს რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირის რელიგიური გრძნობების შელახვას გაბუნიას განცხადებების გამო, ყველას შევახსენებ რომ იესო ქრისტე არ არის მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საკუთრება და მასთან დაკავშირებული განცხადებები ლახავს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის გრძნობებს. გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური. არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის ოფისზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. 

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ გადაცემა P.S-ში თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული", სწორედ ამ მონოლოგის შემდეგ მოითხოვდა ე.წ. ქართული მარში გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე