რუსთავი 2-ის თანამშრომლებს ე.წ. ქართული მარშის წევრები თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 17:52 | 19.03.2018
ნანახია: 1399

თბილისში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან ცოტა ხნის წინ ე.წ ქართული მარშის წევრები ტელეკომპანიის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას და იურისტს თამთა მურადაშვილს ეზოში არ უშვებდნენ.

მათ ჟურნალისტის მანქანა ალყაში მოაქციეს და გადაცემა P.S-ში მისი მონოლოგის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

გაბუნიამ დაპირისპირების შემდეგ ეზოში შესვლა შეძლო.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე დავით ერაძეზე. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.

ტელეკომპანიის ცნობით, საპატრულო პოლიციამ 3 პირი დააკავა.

ე.წ. ქართული მარშის წევრები გაბუნიას და ტელევიზიის სხვა თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ამ წუთისთვის, ადგილზე იმყოფებიან "რუსთავი 2"-ის სხვა თანამშრომლები და გენერალური დირექტორი. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, გაბუნიამ გადაცემა P.S-ში თქვა თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე