ბრიტანულმა სკოლებმა აფეთქებების შესახებ მუქარის წერილები მიიღეს

საქართველო, თბილისი - 17:22 | 19.03.2018
ნანახია: 792

ასობით ბრიტანულმა სკოლამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მუქარის წერილები მიიღო. წერილები სავარაუდოდ ამერიკიდან იყო გაგზავნილი. პოლიცია ამ გზავნილების ავტორებს ეძებს.

„ელქტრონულ წერილებში ნათქვამია, რომ სკოლაში ბომბია, რომელიც აფეთქდება, თუ გამოსასყიდს არ მიიღებენ“, - ნათქვამია ნორტუმბრიის ოლქის პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცველები სერიოზულად მიუდგნენ ამ ინფორმაციებს, პოლიციის თანამშრომლები სასწავლო დაწესებულებებს ეწვივნენ.

ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, ინციდენტმა ნაციონალური ხასიათი მიიღო. საქმეს კიბერდანაშაულის განყოფილების თანამშრომლები იძიებენ.

ანალოგიური შეტყობინებები მიიღეს ჰერდორდშირისა და უესტ-მიდლენდსის რეგიონის სკოლებმაც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე