კენტუკის შტატში სარკინიგზო ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 16:08 | 19.03.2018
ნანახია: 1020

ორი მატარებელი დაეჯახა ერთმანეთს კენტუკის შტატის ქალაქ ჯორჯთაუნში. დაშავდა ოთხი ადამიანი.
დაჯახების შედეგად ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

მატარებლის შემადგენლობას ქიმიური ნივთიერება გაჰქონდა. საშიში ნივთიერების გაჟონვის გამო ხელისუფლებამ ახლოს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყვიტა, თუმცა ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ რაიონი ადამიანებისთვის უსაფრთხოდ გამოცხადდა.

პოლიციის ცნობით, დაჯახების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

სამართალდამცველები არ ასახელებენ ნივთიერებას, რომელიც რელსებიდან გადასულ მატარებელს გადაჰქონდა. ასევე უცნობია მომხდარის მიზეზები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე