ევროკავშირმა სკრიპალის საქმეში ბრიტანეთს მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 14:26 | 19.03.2018
ნანახია: 749

 ევროკავშირი უპირობო სოლიდარობას უცხადებს ბრიტანეთის ძალისხმევას ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის ინციდენტში დამნაშავებიის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის უცხოეთის საქმეთა საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.  

„ევროკავშირი გამოხატავს თავის უპირობო სოლიდარობას დიდი ბრიტანეთის მიმართ და მხარს უჭერს მის ძალისხმევას ამ დანაშაულში პასუხი აგებინოს ყველა დამნაშავეს. ევროკავშირი მომავალშიც დიდ ყურადღებას დაუთმობს ამ საკითხს და მის შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე