პოლონეთმა, შესაძლოა, რუსი დიპლომატები გააძევოს

საქართველო, თბილისი - 13:41 | 19.03.2018
ნანახია: 862

დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად პოლონეთი   ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გაზეთი Gazeta Prawna მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ვარშავაში ასევე მსჯელობენ რუსული კომპანიებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებაც.

გაზეთის წყაროს თქმით, პოლონეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ქმედება ევროკავშირის დონეზე განხორციელდებოდა. თუ ევროკავშირი ერთიან პასუხს ვერ შეათანხმებს ვარშავამ, შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე