საყდრისში ოპოზიციური პარტიებისა და RMG GOLD-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:17 | 19.03.2018
ნანახია: 1036

საყდრისის ტერიტორიაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და RMG gold-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საყდრისში ოპოზიციური პარტიის წევრები აქციის გამართვის მიზეზით ჩავიდნენ. ისინი კომპანიისთვის აუქციონის წესით დამატებით 16 ჰექტარის გადაცემას აპროტესტებენ.

დაპირისპირება პარტიების წარმომადგენლების საყდრისის ტერიტორიაზე არშეშვებას მოყვა.

ამჟამად პარტიები კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აგრძელებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე