თვითმფრინავის საპირფარეშოში ოქროს ზოდები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:16 | 19.03.2018
ნანახია: 1037

ინდოეთის საბაჟო სამსახურმა თვითმფრინავის საპირფარეშოში ოქროს ოთხი ზოდი აღმოაჩინა, რომლის ღირებულებაც 188 ათას დოლარს შეადგენდა. თვითმფრინავი დუბაი-მანგალურის რეისს ასრულებდა.

ინციდენტი ინდური ავიაკომპანია Jet Airways-ს თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. მედიის ცნობით, ზოდები სავარაუდოდ კურიერს მუმბაიში შიდა რეისის დროს უნდა წაეღო.

ამ რეისის ერთ-ერთ მგზავრს მებაჟეებმა ასევე უპოვეს ოქროს მცირე ზომის ნაჭრები, რომლებიც 10 700 დოლარის ღირებულების იყო. მგზავრს ძვირფასი ლითონი სწორი ნაწლავით გადაჰქონდა. მგზავრი დააკავეს, მეორე სავარაუდო კონდტრაბანდისტს ეძებენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე