„კოალიცია თანასწორობისთვის“ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს
საქართველო, თბილისი - 13:05 | 19.03.2018 ნანახია: 829“კოალიცია თანასწორობისთვის’’ მოითხოვს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სათანადო რეაგირებას და ქალებს სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
კოალიცია მიმართავს სახალხო დამცველს მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვით შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში.
კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა ევროკავშირის დირექტივებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად (სტამბოლის კონვენცია), სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად, რაც შექმნის სასამართლოსთვის მიმართვის მკაფიო შესაძლებლობას.
„ჯი-ეიჩ-ენი“ კოალიცის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“კოალიცია თანაწორობისთვის’’ ეხმიანება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) აღმასრულებელი დირექტრის, ზვიად დევდარიანის, მიერ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ძალადობის სხვა ფორმებს, რომლებიც გამოვლინდა სოციალური ქსელის, მედიისა და კოალიციის წევრი ორგანიზაციების დაზარალებულებთან შეხვედრის მეშვეობით. კოალიციას სურს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოს სექსუალური შევიწროების ყველა მსხვერპლ ქალს და მოუწოდოს მათ სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ. კოალიციას მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოაშკარავება და მათზე სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია ქალთა დისკრიმინაციის ამ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და დაფარულ ფორმასთან საბრძოლველად.
სექსუალური შევიწროება არის „სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.’’ კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მოპოვებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს შევიწროების არა ერთეულ, განცალკევებულ ფაქტებს, არამედ სხვადასხვა ქალის მიმართ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით განხორციელებულ სავარუდო შევიწროებასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქმედებებ,ი როგორც წესი, ხორციელდებოდა სოციალური ქსელით ან/და პირად რეალურ სივრცეებში, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობისა და ძალაუფლების გამოყენებით (მათ შორის, თანამშრომლის მიმართ). ზოგიერთ შემთვევაში მსხვერპლები უთითებენ არასასურველი ინტიმური და ფიზიკური შეხების ფაქტებს. მთლიანობაში მსგავსმა მოპყრობამ მსხვერპლს ქალებს სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა და ზოგიერთ მათგანში ტანჯვისა და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა.
სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებას, შრომითი ურთიერთობების დაწყებასა და შენარჩუნებას. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სანქციას არ ითვალისწინებს, შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმასა და ხშირ შემთხვევაში ხდება თავად მსხვერპლების დადანაშაულება, ამგვარი ქმედებები სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება და ქალები ამჯობინებენ არ ისაუბრონ შევიწროების ფაქტებზე.
სექსუალური შევიწროების ფაქტის შეფასება უმეტესწილად ხდება მამაკაცის აღქმისა და სტანდარტების ტესტის გათვალისწინებით. შედეგად იგი ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა ქალთა და მამაკაცთა ურთიერთობის მისაღებ ფორმად, რაც ახდენს ქალის მიერ განცდილი ფსიქოლოგიური ზიანის გაუფასურებას. აღნიშნული მიდგომის გამყარება სახელმწიფოს კანონმდებლობითა და პრაქტიკით წარმოადგენს ქალის დისკრიმინაციის ფორმას.
ამასთანავე ვეხმაურებით ისტორიების გასაჯაროების შედეგად სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესაძლო დარღვევის საკითხს. აღვნიშნავთ, რომ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის თანახმად, გენდერული ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ქალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლებას. არსებითია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სენსიტიურ შემთხვევებზე საუბრის დროს ყველა ზომა იქნეს მიღებული, რათა არ მოხდეს მსხვერპლ ქალთა ხელახალი ვიქტიმიზაცია სავარაუდო მოძალადეს უფლებების დაცვის კონტექსტში.
კოალიცია მიმართავს სახალხო დამცველს მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვით შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში.
კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა ევროკავშირის დირექტივებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად (სტამბოლის კონვენცია), სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად, რაც შექმნის სასამართლოსთვის მიმართვის მკაფიო შესაძლებლობას.
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ყველა ქალს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განიცადა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა