14 წლის დაკარგული კატა პატრონს დაუბრუნდა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 19.03.2018
ნანახია: 789

აშშ-ში 14 წლის წინ დაკარგული კატა პატრონს დაუბრუნდა. სპეციალისტების თქმით, კატის 14 წლის სიცოცხლე ადამიანის 70 წლის სიცოცხლის ტოლფასია.

ცხოველის პატრონის პერი მარტინის თქმით, კატა სახლიდან ქარიშხლის დროს გაიქცა. მარტინი კატას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ.

მას საყვარელი ცხოველის პოვნაში მიკროჩიპიც ვერ დაეხმარა, რომელიც კატას ჰქონდა ჩადგმული. საბოლოოდ მარტინი დანებდა და შეეგუა იმ აზრს, რომ კატა მოკვდა.

აღმოჩნდა, რომ მოხეტიალე კატა შემთხვევით ცხოველებიის დამჭერი სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს და თავშესაფარში წაიყვანეს. მათ კატას ID-სთან ერთად მიკროჩიპი უპოვეს, სადაც პატრონის შესახებ ინფორმაცია იყო განთავსებული. საბოლოოდ კატა თავის ძველ პატრონს დაუბრუნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე