ბომბის შესახებ მგზავრების ხუმრობის გამო Turkish Airlines-ის რეისი გადაიდო

საქართველო, თბილისი - 12:32 | 19.03.2018
ნანახია: 810

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვიმფრინავის გაფრენა, სამი საათით შეყოვნდა ბომბის შესახებ მგზავრების ხუმრობის გამო.  ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს. თვითმფრინავი ისრაელში სტამბოლიდან მიფრინავდა.

გამოცემის ცნობით,  ისრაელის სამი მოქალაქე თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს და დაკითხეს.

გაზეთის ინფორმაციით, ისინი ასაფეთქებლების თემაზე  ხუმრობდნენ, მათი საუბარი ბორტგამცილებელმა მოისმინა და კაპიტანს აცნობა, რომელმაც რეისის გადადება მოითხოვა. შემოწმდა მგზავრების ბარგიც.

დაკითხვისა და მგზავრების ბარგის შემოწმების შემდეგ  მგზავრები გაუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე