ტრამპს ნარკომავაჭრეების სიკვდილით დასჯა სურს

საქართველო, თბილისი - 12:20 | 19.03.2018
ნანახია: 810

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს სურს ნარკომოვაჭრეებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა დაწესდეს.

შესაბამის წინადადებას შეიცავს აშშ-ში ე.წ. ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის ახალი გეგმა. ამის შესახებ გაზეთი Politico საშინაო პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის საბჭოს დირექტორზე ენდრიუ ბრემბერგზე დაყრდნობით წერს.

გეგმის შავი ვერსიის თანახმად, სასჯელი გათვალსწინებული უნდა იყოს ზოგიერთ შემთხვევაში და ნარკოდილერებისთვის.

ტრამპი ამის შესახებ სავარაუდოდ დღეს ნიუ-ჰემპშირის შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს. ჰემპშირის შტატი აშშ-ში მესამე ადგილს იკავებს ნარკოტიკების ჭარბი დოზით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით.

ამერიკელების სიკვდილიანობის მზარდი რაოდენობა, რაც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების, ჰეროინისა და ფენტანილის ჭარბი დოზის შედეგად დგება, ამერიკაში 21-ე საუკუნის ჭირი და სახელმწიფოსთვის კრიტიკული პრობლემა უწოდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე