რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა - წინასწარი ინფორმაციით პუტინი კვლავ პრეზიდენტია

საქართველო, თბილისი - 23:03 | 18.03.2018
ნანახია: 802

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა ეგზიტპოლების მიხედვით, პუტინი კვლავ რუსეთის პრეზიდენტი იქნება.

ხმათა რაოდენობის მიხედვით პუტინს მოსდევს კომუნისტური პარტიის ლიდერი პაველ გრუდინინი, მესამე ადგილზე გავიდა ვლადიმერ ჟირინოვსი.

წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, პუტინი მეოთხედ გახდება რუსეთის პრეზიდენტი. მისი საპრეზიდენტო ვადა 2024 წლამდე გასტანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე