სერიალი Scandal დასრულდა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 18.03.2018
ნანახია: 1085

მაყურებლისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ შვიდი დინამიკური, საინტერესო და ამაღელვებელი სეზონის შემდეგ, სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი Scandal დასრულდა.

 

 

 

 

სერიალის შემქმნელი შონდა რაიმსი და მსახიობები ტვიტერზე სერიალის ბოლო სერიის სცენების ფოტოებით მაყურებელს უკვე დაემშვიდობნენ.

სერიალი ABC-ის ეთერში 2012 წლიდან გადის. შოუს სიუჟეტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის - ოლივია პოუპის გარშემო ვითარდება. რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან მუშაობდა, რომელთან სასიყვარულო ურთიერთობაშიც გაებმება.

მოგვიანებით, ის ქმნის თავის ანტიკრიზისულ სააგენტოს, რომლის მიზანია, გაუმკლავდეს და აღმოფხვრას მაღალჩინოსანი კლიენტების პრობლემები, სანამ მათ საზოგადოება გაიგებს.

აღსანიშნავია, რომ სერიალის სიუჟეტი ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურებოდა, თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მე-5 სეზონის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებში ქალმა გაიმარჯვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე