ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - დაშავებულია ერთი პირი

საქართველო, თბილისი - 14:06 | 17.03.2018
ნანახია: 828

ზუგდიდში, მოტოციკლი და ავტომანქანა ერთმანეთს შეჯახნენ. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ტრავმული შოკი და გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება. მას გამოკვლევები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე