დიმა ბილანი ბათუმში საზღვაო აკადემიაშიც იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 13:23 | 17.03.2018
ნანახია: 2155

ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი დიმა ბილანი ბათუმში ყოფნის დროს, საზღვაო აკადმიაშიც იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ტელევიზიის ცნობით, უმაღლესი სასწავლებლის დათვალიერება მომღერალმა დაცვის თანამშრომლის დახმარებით შეძლო.

„პრესსამსახურში დაგვიდასტურეს,  რომ იგი 2 დღის წინ  აკადემიაში მივიდა, თუმცა სასწავლებლის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად. ბილანმა ბათუმში ჩამოსვლამდე თავის ინსტაგრამზე დაწერა. „ახლა მივფრინავ ბათუმში, იქ სადაც საზღვაო სასწავლებელში მამაჩემი მსახურობდა.“ ბილანმა  15 მარტს სასტუმრო “შერატონში” გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. სასტუმროს მენეჯმენტში ინფორმაცია კონფიდეციალობიდან გამომდინარე არ დაადასტურეს, აცხადებდნენ რომ საღამო კორპორატიულია.

ფლობდა თუ არა ინფორმაციას ზოგადად რეგიონის მთავრობა ქალაქში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მხარდამჭერი მომღერლის ჩამოსვლის შესახებ – ამ კითხვაზეც აცხადებენ რომ არა – ბილანის ჩამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ.  შერატონში მისულ სტუმრებს, რომლებიც ძირითადად უცხოეთის მოქალაქეები არიან, არ სურთ კორპორატიულ საღამოზე საუბარი“, - ნათქვამია აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიმა ბილანი რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის წევრად ითვლება.  იგი სხვა მომღერლებთან, მათ შორის ქეთა თოფურიასთან ერთად, პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე