ბრიტანეთის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 17.03.2018
ნანახია: 718

დიდი ბრიტანეთის ელჩი, ლორი ბრისტოუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მანამდე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილება ბრიტანეთის საქციელის საპასუხოდ უკვე მიღებულია.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, მოსკოვი მზადაა გაიწვიოს ბრიტანეთის დიპლომატები ლონდონის საპასუხოდ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე