ზესტაფონში მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა - დაშავდა 8 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 23:47 | 16.03.2018
ნანახია: 866

ზესტაფონში, სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ირკვევა მიკროავტობუსის ტარებისას მძღოლი შეუძლოდ გახდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, რა დროსაც მოხდა მატარებელთან შეჯახება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე