ქარელში ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი, დაშავდა

საქართველო, თბილისი - 23:33 | 16.03.2018
ნანახია: 873

ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვართან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე