ლონდონმა პრაღას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა სთხოვა

საქართველო, თბილისი - 15:51 | 16.03.2018
ნანახია: 790

ბრიტანეთის ხელისუფლებამ არაფორმალურად მიმართა ჩეხეთს თხოვნით, დიპლომატიური გზებით ჩაერთონ ანტირუსულ სანქციებში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშილის მოწამვლის საქმის გამო.

„ჩვენი ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა დიპლომატიური არხების მეშვეობით, არაფორმალურად მიმართა ჩეხეთის ხელისუფლებას. მათ სთხოვეს რამდენიმე მინისტრს, შეეძლო თუ არა ჩეხეთს ასევე გაეწვია რუსი დაზვერვის ზოგიერთი თანამშრომელი, რომელიც დიპლომატიური მფარველობით მოქმედებენ“ - წერს გამოცემა „Respekt”-ი.

მისივე თანახმად, პრაღას ცალსახად უარი არ უთქვამს ლონდონისთვის, თუმცა საკითხი დიპლომატების გაწვევასთან დაკავშირებით სავარაუდოდ განიხილება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე