გუდაურში დაშავებულთა შორის ერთი ორსულია

საქართველო, თბილისი - 14:44 | 16.03.2018
ნანახია: 885

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგენკოს განცხადებით, გუდაურში დაშავებულთა შორის ორსული ქალია.

როგორც სერგეენკომ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, კლინიკას 8 ადამიანმა მიმართა, მათგან 1 უკვე გაეწერა. მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 7 პაციენტი რჩება, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, დაახლოებით 2 საათის წინ საბაგირო დაზიანდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე