მეცნიერებმა მიქელანჯელოს ნახატზე მხატვრის კარიკატურა აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:41 | 16.03.2018
ნანახია: 1990

ბრაზილიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმად მიქელანჯელომ პოეტ ვიქტორია კოლონას პორტრეტის ქვეშ თავისი კარიკატურა გამოსახა. ცნობილია, რომ  ვიქტორია მხატვრის ერთადერთი სიყვარული იყო. ნახატი 1525 წელს არის შექმნილი.

ფიგურა, რომელიც სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, მუცლის მიდამოში ქალის კაბის ნაკეცებშია დამალული.

ცნობილია, რომ მიქელანჯელი ამგვარ ხერხს მანამდეც მიმართავდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ნახატის შემდგომი შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება დაადგინონ როგორ გამოიყურებოდა მხატვარი იმ პერიოდში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე