გუდაურში ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ ყოფილა - „ენერგო-პრო ჯორჯია“

საქართველო, თბილისი - 14:30 | 16.03.2018
ნანახია: 770

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გუდაურში ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ ყოფილა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე