ქუთაისში ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 16.03.2018
ნანახია: 888

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა. 

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე