კადრები გუდაურიდან, სადაც საბაგირო დაზიანდა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 16.03.2018
ნანახია: 983

გუდაურში რამდენიმე წუთის წინ საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა.

არსებული ინფორმაციით, საბაგიროს მუხრუჭები დაუზიანდა, რამაც ბაგირი ვერ დაიჭირა და კალათების უკუსვლა გამოიწვია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.

 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე