გუდაურში დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველო, თბილისი - 13:23 | 16.03.2018
ნანახია: 852

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს მყწობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 10-მდე პირი კალათების ვარდნის შედეგად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე