ბათუმში მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავდა 1 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 13:20 | 16.03.2018
ნანახია: 855

ბათუმში, ბაგრატიონისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე