პუტინის აქტიურმა მხარდამჭერმა, დიმა ბილანმა ბათუმში კონცერტი გამართა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 16.03.2018
ნანახია: 820

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე მომღერალმა დიმა ბილანმა ბათუმში კონცერტი გამართა.

როგორც ირკვევა, ის სპეციალური მოწვევით სასტუმრო "შერატონში" მღეროდა.

არსებული ინფორმაცით, სასტუმრო გუშინ რუსეთიდან ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობდა, სწორედ დასკვნით ღონისძიებაზე იყო პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი მოწვეული.

მუსიკოსმა საქართველოში ვიზიტის შესახებ, სოციალურ ქსელშიც დაწერა და თქვა, რომ ბათუმში მიფრინავდა.

"მივფრინავ ბათუმში, სადაც მამაჩემი საზღვაო სასწავლებელში მსახურობდა", - დაწერა რუსმა მომღერალმა.

აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ მათ ბილანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე