მადრიდში არეულობების შედეგად 6 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 16.03.2018
ნანახია: 1220

ექვსი ადამიანი დააკავეს მადრიდში მასიური არეულობისთვის, რომელიც ესპანეთის ცენტრში აფროამერიკელი გარემოვაჭრის სიკვდილს მოყვა.

მედიის ცნობით, დაკავებულებიდან ყველა ესპანეთის მოქალაქეა. მათ შორის ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ 35 წლის სენეგალელი მამე ობაგე გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ფაქტის თვითმხილველები და მეგობრები აცხადებენ, რომ მისი სიკვდილი დადგა გაძევების გამო, რომელიც წესრიგისდამცველებმა მოაწყვეს გარემოვაჭრეთა წინააღმდეგ. მათ შორის ერთ-ერთი იყო გარდაცვლილი. ის 14 წლის წინ ჩამოვიდა ესპანეთში, თუმცა არ ჰქონდა მინიჭებული ცხოვრების უფლება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილის სახლთან 200 მდე მომიტინგე შეიკრიბა მოთხოვნით და ტრანსპარატნებით „სოციალური, და არა პოლიციუირი სახელმწიფო“; პოლიციელები - მკვლელები“; „პოლიცია დატოვეთ მადრიდი“.

არეულობის ტალღამ სხვა მიმდებარე კვარტლებიც მოიცვა. მონაწილეები ანადგურებდნენ ავტობუსის გაჩერებებს და საბანკო განყოფილებებს, წვავდნენ ნაგვის ურნებს და პოლიციის მანქანებს. სამართალდამცველებმა მიიღეს ზომები მათ დასაშლელად და  შეტაკების შედეგად დაზიანება მიიღო სულ ცოტა ათმა პოლიციელმა და ოთხმა მოქალაქემ. შემთხვევის შდეგად დაკავებულია 6 პირი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე