გლდანში არასრულწლოვნებმა ავტომობილების მოპარვა სცადეს

საქართველო, თბილისი - 14:52 | 15.03.2018
ნანახია: 909

თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში, მე-6 კორპუსთან არასრულწლოვნებმა ორი მსუბუქი ავტომობილის მოპარვა სცადეს.

არსებული ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომობილების ერთდროულად მოპარვას ცდილობდა.

ერთ-ერთი ავტომობილის მეპატრონის თქმით, მან დაინახა, როგორც ცდილობდნენ უცნობი პირები მისი ავტომობილის მეორე ავტომობილისთვის მიბმას და კორპუსიდან გაყვანას.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე ქურდობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე