მამაჩემის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით დამემუქრნენ, თუ ჩვენებას ხელს არ მოვაწერდი - ზურაბ ნეფარიძის შვილი

საქართველო, თბილისი - 12:21 | 15.03.2018
ნანახია: 829

მე მიმიყვანეს მოდულის შენობაში და დამიდეს მასალები, საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე, მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა ამ მასალებს გაასაჯაროებდნენ - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამამისის საწინააღმდეგო ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი.

„მე მიმიყვანეს მოდულის შენობაში და დამიდეს მასალები. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე. მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა ამ მასალებს გაასაჯაროებდნენ. საუბარს ესწრებოდა პროკურორი ბექა ეჟიშვილი და სხვა თანამშრომლები. მათ სურდათ ჩემგან მიეღოთ ჩვენება და მე მამაჩემის წინააღმდეგ უნებურად ხელი მოვაწერე ისეთ რამეს, რამაც მასთან დამაპირისპირა. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მსურდა ვიდეოების გასაჯაროება. აღნიშნულ ქმედებაში ვისი ინტერესია არ ვიცი. გარდა ამისა, ხდება ზეწოლა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ნეფარიძის შვილმა. 

ცნობისთვის, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით 26 აგვისტოს დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე