გლდანში არასრულწლოვანს იარაღი გაუვარდა და ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 15.03.2018
ნანახია: 1050

გლდანში არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რამაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. 
უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი დაკავებული არ არის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე