ყაჩაღობაში ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 15.03.2018
ნანახია: 1036

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული ე.ი. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, ე.ი.-მ, ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით იქირავა შ.ს.-ის ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ.ს.-ს გასტაცა თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე