მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 10:44 | 15.03.2018
ნანახია: 1087

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე