საქართველო ბრიტანელ ხალხსა და ქვეყნის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 10:39 | 15.03.2018
ნანახია: 780

საქართველო ბრიტანელ ხალხსა და ქვეყნის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ტვიტერში“ დაწერა.

მან სოლსბერიში მომხდარი მკაცრად დაგმო.

"მკაცრად ვგმობთ სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, გაერთიანებულ სამეფოს, სიმართლის დადგენის პროცესში", - წერს მიხეილ ჯანელიძე.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით 23 რუს დიპლომატს გაიწვევს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლონდონი შეაჩერებს ყველა ორმხრივ კონტაქტს რუსეთთან, ხოლო მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წევრები არ დაესწრებიან რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს.

შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტი გასულ კვირას მოხდა. ორშაბათს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ინცინდენტში ჩართულია რუსეთი. მისი თქმით, სკრიპალზე იმოქმედეს ნერვო-პარალიზებული ნივთიერებით, რომელსაც რუსეთში აწარმოებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე