მექაში ჭყლეტისას 150-მდე მომლოცველი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 24.09.2015
ნანახია: 2119

მექაში, ჰაჯის დროს ჭყლეტაში 150-მდე მომლოცველი დაიღუპა, 400-მდე კი დაშავდა.

CNN-ის ინფორმაციით ჭყლეტა მექადან ხუთი კილომეტრის დაშორებით მოხდა.

მექაში მუსლიმების დღესასწაულს ორ მილიონზე მეტი მორწმუნე ესწრებოდა.

მსგავსი ინციდენტები მექაში არაერთხელ მომხდარა. 1990 წელს ჰაჯის დროს ჭყლეტას 1427 პილიგრიმი ემსხვერპლა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე