მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა, დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 14.03.2018
ნანახია: 891

მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა, დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 70-წლამდე მამაკაცს ლიანდაგში ჩავარდნისას მატარებელი დაეჯახა.
როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ დროულად დაამუხრუჭა, დაჯახება მაინც მოხდა. ინციდენტის გამო, მეტროსადგურ „გოცირიძესა“ და „დიდუბეს“ შორის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე