სამტრედია–გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა თანამედროვე PVD ტექნოლოგიით მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 24.11.2015
ნანახია: 1708

სამტრედია–გრიგოლეთის11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ჭარბწყლიანობით ხასიათდება,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასთანამედროვე „PVD“ტექნოლოგიით ახორციელებს.

აღნიშნული  ტექნოლოგიის მიხედვით, გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟები (ფითილები) თავსდება, რომლებიც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს. აღნიშნული მეთოდი მომავალში გზის საფარისდეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს.

პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის,  8 სახიდე გადასასვლელისა და27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის,  ხელოვნური ნაგებობებისა და  საკომუნიკაციო ქსელის  მოწყობის სამუშაოები.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი  ქალაქ სამტრედიას და  სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველმაისსა დაგაუწყინარ გაივლის.  

პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტულიგახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

პროექტის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე