ტრამპი ტილერსონის გადაყენების მიზეზებზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 21:25 | 13.03.2018
ნანახია: 774

„ჩვენ ცუდი ურთიერთობა არ გვქონია, თუმცა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული უთანხმოება გვქონდა. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ირანის საკითხი. მე ვთვლი, რომ ირანთან გარიგება საშინელი იყო, რექსი კი ასე არ თვლიდა. მაიკ პომპეოს და ჩემი მოსაზრებები ერთმანეთს უფრო მეტად ემთხვევა,“-საგანგებო განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლთან ჟურნალისტებისთვის გააკეთა.

რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის პოსტიდან ტრამპმა დღეს გადააყენა და მის ნაცვლად დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი მაიკ პომპეო დანიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე