ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 18:51 | 13.03.2018
ნანახია: 863

ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენ ორს კი, შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებშიც უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე