მკვლევარებმა მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქალაქი დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 16:38 | 13.03.2018
ნანახია: 937

კონსალტინგურმა კომპანია Juniper Research-მა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 20 ქალაქი დაასახელა.
პირველი ადგილი სინგაპურმა მიიღო. ის რეიტინგის სათავეში ოთხი პარამეტრის მიხედვით მოექცა: მობილურობა, ჯანმრთელონა, უსაფრთხოება, პროდუქტიულობა.  

კვლევაში ნათქვამია, რომ აზიური მეგაპოლისის მოსახლეობას წელიწადში 60 საათის დაზოგვა შეუძლია განვითარებული სატრანსპორტო სისტემის წყალობით, სათვალთვალო კამერების ქსელი კი სამართალდამცველებს დანაშაულთან ბრძოლაში ემარება.

ავტორები აღნიშნავენ, რომ 1965 წელს მალაიზიისგან გამოყოფის შემდეგ ქალაქმა-სახელმწიფომ განვითარების მხრივ დიდ წინვლას მიაღწია და მსოფლიოსთვის მაგალითად იქცა.  

ლიდერთა ხუთეულში ასევე მოხვდა ლონდონი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო და ჩიკაგო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე