აშშ-ში გამოაქვეყნეს ვიდო, სადაც სასამართლო პროცესზე განსასჯელს მოწმეზე თავდასხმისთვის კლავენ (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:30 | 13.03.2018
ნანახია: 989

აშშ-ის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ოთხი წლის წინ მომხდარი ინციდენტია ასახული. ვიდეოში ჩანს სასამართლო პროცესზე როგორ ცდილობს ბურთულიანი კალმით მოწმის მოკვლას დაჯგუფება Crips-ის წევრი.
სიალე ანგილაუ, რომელსაც ფულის გამოძალვისთვის ასამართლებდნენ მშვიდად დგება, იღებს ადვოკატის კალამს და მოწმის ტრიბუნასთან მიდის, რომელც ასევე ერთ-ერთი ბანდის წევრია. ის დარტყმას იცილებს. ამის შემედგ ფედერალურ მარშალი ანგილაუს ესვრის და კალმის გადაგდებას ითხოვს.

ვიდეოს გამოქვეყნებასთან ერთად, საოლქო მოსამართლემ ჯონ დიუდელმა ანგილაუს ოჯახის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. ოჯახი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ იარღის გამოყენებით თავის უფლებამოსილებას გადაამეტა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე