ქართველი მწერლები კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე წარსდგებიან
საქართველო, თბილისი - 11:48 | 13.03.2018 ნანახია: 1188პირველად ქართული ლიტერატურის ისტორიაში ქართველ მწერალს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე, კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე „lit.COLOGNE“ უმასპინძლებენ. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა მხოლოდ მარტში ლაიფციგის წიგნის ბაზრობასა და 7 გერმანულენოვან ქალაქში 27 ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50-მდე ლიტერატურული ღონისძიებით წარდგება. 14-დან 24 მარტის ჩათვლით დაგეგმილი მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
კიოლნში, ლაიფციგში, ბერლინში, ვენაში, ზალცბურგში, ჰალესა და ფრანკფურტში ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული 22 ახალი გერმანულენოვანი თარგმანის კითხვა-პრეზენტაცია გაიმართება. სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიებებზე საკუთარ ნაწარმოებებს გერმანელ მკითხველს ნაირა გელაშვილი, აკა მორჩილაძე, რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, ლუკა ბაქანიძე, დათო ბარბაქაძე, ლევან ბერძენიშვილი, ალეკო შუღლაძე, ბესო ხვედელიძე, ნინო ხარატიშვილი, რევაზ გაჩეჩილაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ზურაბ რთველიშვილი, ლაშა ბუღაძე, კოტე ჯანდიერი, ნატო ინგოროყვა, ნიკა ჯორჯანელი, ზურაბ ქარუმიძე, ბესიკ ხარანაული, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბონდო მაცაბერიძე, ირმა შიოლაშვილი წარუდგენენ. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ოთარ ჭილაძის, ილია ზდანევიჩის, გურამ ასათიანისა და მიკა ალექსიძის გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ლიტერატურული ღონისძიებების პარალელურად, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრესკონფერენცია გაიმართება. წამყვანი გერმანული მედიის წარმომადგენლებს პროექტის ხელმძღვანელს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს მედეა მეტრეველს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი წარუდგენს. ქართული მხარე გერმანელ ჟურნალისტებს პროექტის კონცეფციას, ძირითად გზავნილებს და დაგეგმილ ლიტერატურულ და კულტურულ პროგრამას გააცნობს. პრესკონფერენციაზე მწერლისა და ლიტერატორის პერსპექტივიდან ისაუბრებს ქართული წარმოშობის გერმანელი ავტორი ნინო ხარატიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა 450 სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებას მოიცავს. ქართველ ავტორებსა და მათ გერმანულენოვან 130 გამოცემას გერმანიის, ავსტიისა და შვეიცარიის 29 ქალაქში უმასპინძლებენ. ქართული ლიტერატურა 20 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფოკუსში მოხვდება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა