დიღომში, საცხოვრებელ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:33 | 13.03.2018
ნანახია: 892

გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  არსებული ინფორმაციით, 30-წლამდე მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა. მამაკაცის ცხედარი გარდაცვლილის მეგობრებმა იპოვეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

​ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე