საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ამოქმედდა

საქართველო, თბილისი - 23:29 | 12.03.2018
ნანახია: 782

საქართველოსა და სერბეთს შორის ორდინარული პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.

შეთანხმება ბელგრადში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გაფორმდა, რომელსაც ხელი მიხეილ ჯანელიძემ და მისმა სერბმა კოლეგამ ივიცა დაჩიჩმა მოაწერეს. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს არის ორი ქვეყნის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას.

საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში უვიზოდ ყოფნა 30 დღემდე პერიოდით შეეძლებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე