პარლამენტში ტატუნაშვილთან დაკავშირებულ ერთობლივ რეზოლუციაზე დღესაც ვერ შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 18:29 | 12.03.2018
ნანახია: 1460

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, პარლამენტში უმცირესობასა და უმრავლესობას შორის არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება დღესაც ვერ შედგა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მნიშვნელოვან საკითხებზე პრინციპული განსხვავებები არსებობს.

მისივე თქმით, კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა, რომ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე. 

„ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს და ჩვენ გვრჩება პრინციპული განსხვავებები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ რიგში, იმასთან მიმართებით, თუ რა სიმძაფრით და რა ფორმით უნდა იყოს რეზოლუციაში ასახული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ვერშეთანხმება. ჩვენ ზეგ კიდევ ერთხელ შევხვდებით და შევეცდებით, მომავალი კვირის სესიის წინ შევაჯეროთ პოზიციები. ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა, რომ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე. დღეს დეტალების შეფასებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე